NBA-ს კლუბ “ატლანტა ჰოუქსის” მაკედონიელმა კალათბურთელმა პერო ანტიჩმა, ატლანტურ კლუბში დარჩენა, მინიმუმ, მომავალი 2014-15 წლების საკალათბურთო სეზონის ბოლომდე გადაწყვიტა.
ამის შესახებ განცხადება, თავად ანტიჩმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ანტიჩს NBA-ს 2013-14 წლების ჩემპიონატში საშუალოდ 18 წუთი უწევდა თამაში და დროის ამ მონაკვეთში 7.0 ქულას, 4.2 მოხსნას და 1.2 შედეგიან პასს აკეთებდა.