ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე წარმატებულად ირჯებიან ქართველი ჩოგბურთელები. ქალთა პირველობის მეოთხედფინალში გააღწიეს მე-3 ნომრად განთესილმა ეკატერინე გორგოძემ და მე-8 რეიტინგით მოასპარეზე სოფო ქვაცაბაიამ.
გორგოძემ სლოვაკ ვიკტორია კუზმოვას 7:5, 2:6, 6:1 სძლია და ახლა, იაპონელ იოშიმი კავასაკის გაეჯიბრება. ჰოლანდიელ მონიკ ზუურს დაუპირისპირდება ქვაცაბაია, რომელმაც უკრაინელი ანასტასია პროკოპენკო 7:5, 6:1 დაამარცხა.
ვაჟთა ტურნირის მერვედფინალში მე-2 ნომრად განთესილმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა რუმინელ დრაგოშ დიმას 6:4, 6:2 მოუგო და მომდევნო რაუნდში ჰოლანდიელ კოლინ ვან ბეემთან ჭიდილი
წყვილთა ტურნირის ნახევარფინალში ბასილაშვილი და სერბი მილიან ზეკიჩი იმავე ვან ბეემს და ბენინელ ალექსის კლეგუს ეთამაშებიან.