ჩოგბურთი

14:04 | 16.05.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანტალიაში და შარმ ელ შეიხში ქართველთა გარეშე გაგრძელდება

ქართველთა ჩოგბურთელთა გარეშე გაგრძელდება 10-ათასიანი საერთაშორისო ტურნირები, რომელთაც თურქული ანტალია და ეგვიპტური შარმ ელ შეიხი მასპინძლობნენ.

ანტალიაში ანა ახალკაცმა და რუსმა ვასილისა აპონასენკომ თურქებს – დაგილმისგულს და კოკჩეს 6:1, 6:2 სძლიეს, მეოთხედფინალში კი მე-2 განთესვის მქონე სერბულ-მექსიკურ დუეტთან (ბონიჩი-ერმოსო) 1:6, 1:6 წააგეს.

შარმ ელ შეიხში თამარ ჭალაგანიძემ და ყაზახმა ეკატერინე გუბანოვამ არგენტინელი აგუირი რუსი გორდიენკო 6:3, 6:4 დაამარცხეს, შემდეგ კი შვეიცარიულ-სერბულ წყვილს ვეღარ გაუმკლავდნენ – 0:6, 0:6.

0.119256