ფეხბურთი

23:43 | 5.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანრი: “ახალგაზრდებმა მაგალითი მიულერისგან უნდა აიღონ”

ვეტერანი ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა თაობამ მაგალითი არა ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუსგან, არამედ ტომას მიულერისგან უნდა აიღოს.

“მე რომ ვაჟი მყავდეს, მისთვის სამაგალითო ფეხბურთელები რიბერი და მიულერი იქნებოდნენ. მესისა და რონალდუს თამაშის კოპირება არ ღირს. უმჯობესია, ახალგაზრდებმა მიულერს მიბაძონ.

ხალხი ტომას მიულერის თამაშს საკმარის დროს არ უთმობს, რაც უსამართლობაა. მის თამაშზე უნდა ვისაუბროთ, რადგან ტომასი თამაშს სწორი მიმართულებით წარმართავს. ის გუნდს დაცვაში ეხმარება, უტევს, ბურთს აკონტროლებს და როდესაც საჭიროა, თამაშის მიმართულებას ცვლის. რა თქმა უნდა, მას ეპიზოდის დასრულებაც შეუძლია.

მიულერი ფინტებსა და დრიბლინგს ხშირად არ იყენებს, მაგრამ თუ საჭიროა, მას ესეც შეუძლია.” – ციტირებს ანრის სიტყვებს Goal-ი.

0.118583