ლონდონის “არსენალის” ლეგენდა ტიერი ანრი აცხადებს, რომ მისი ყოფილი გუნდი ინგლისის ჩემპიონობისთვის უბრა იბრძოდეს და არა ევროტურნირების მოსახვედრად.
“ეს აქამდეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ – ლონდონელებმა ჩემპიონის ტიტულისთვის უბრა იბრძოლონ და არა ევროტურნირებზე მოსახვედრად. “არსენალის”, “ჩელსის” ან “სიტის” დონის გუნდებმა სწორედ ამაზე უნდა იფიქრონ. საუკეთესო ოთხეულში მოხვედრისთვის “ტოტენჰემი” უნდა იბრძოდეს.
რა თქმა უნდა, ჩემპიონობისთვის ბრძოლა რთული იქნება. ამჟამად, ინგლისში, “მანჩესტერს” კონკურენტი არ ჰყავს. მანჩესტერელთათვის ჩემპიონის ტიტულის ჩამოსართმევად “არსენალს” მათზე უკეთ თამაში მართებს.” – ციტირებს ანრის სიტყვებს Sky Sports-ი.
შეგახსენებთ, რომ “არსენალს” ტიტული 2005 წლის შემდეგ არ მოუგია. იმ დროისთვის, ანრი ლონდონურ გუნდში თამაშობდა.