რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მადრიდის “რეალისა” და “რეალ სოსიედადის” დაპირისპირება. თამაში ძალიან კარგი სანახავი გამოდგა. საწყის წუთებში გაშვებული გოლების მიუხედავად, ბასკებმა მეტოქეს შეუტიეს და არასატე ელუსტონდოს მოთამაშეებმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვეს.
მაშინ, როცა მადრიდულ კლუბს დელ ბოსკე წვრთნიდა, 2002-2003 წლების სეზონში, პრიმერადივიზიონის ჩემპიონის ვინაობა სწორედ “სოსიედადსა” და “სამეფო კლუბს” შორის გაირკვა, მძაფრი კონკურენციის ფინიში მადრიდული კლუბის გამარჯვებით დასრულა. თამაშის მსვლელობისას აღნიშნული სეზონი გამახსენდა.
დღეს, ესპანური ფეხბურთის მეორე გრანდმაც ითამაშა. “ბარსელონამ” სტუმრად, 19 წლის სანდრო რამირესის გოლით მოუგო “ვილიარეალს”. “ბარსა” კვლავ აგრძელებს ლა მასიის აკადემია გამოვლილთა გამოყენებას და დღევანდელი შედეგის წინაპირობაც ახალგაზრდა ფეხბურთელთა მიმართ სწორი მიდგომაა.
რაც შეეხება მესამე და ერთი შეხედვით ნაკლებად სანტერესო შეხვედრას, ერთ დროს ესპანური ფეხბურთის ძლიერი წარმომადგენელი ლა კორუნიის “დეპორტივო” საკუთარ კედლებში კუენკას მიერ უკანაკსნელ წუთზე გატანილი თერთმეტმეტრიანით ფრეს გამორჩა “რაიო ვალეკანოსთან” და პირველი ქულაც მოიპოვა.
ვილიარეალი – ბარსელონა 0:1 (0:0)
ვილიარეალი, კემპ ელ მადრიგალი, 21 200
ვილიარეალი: ასენხო, მუსაკიო, გასპარი, კოშტა (პაულისტა 59), რუიზი, კანი (ესპინოზა 70), ბრუნო, პინა, ტრიგუეროსი, დოს სანტოსი, ჩერიშევი (ვიეტო 65)
მწვრთნელი: მარსელინიო
ბარსელონა: ბრავო, მეტიუ, ალვეში, პიკე, ალბა, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, რაფინია (ხავი 75), მესი, პედრო (სანდრო რამირესი 70), მუნირი (ნეიმარი 59)
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლი: 0:1 სანდრო რამირესი (82)
მსაჯი: კარლოს ველასკო
გაფრთხილება: პედრო (37), ალვეში (42)
ბურთის ფლობა: 27%-73%, დარტყმა: 7(0)-16(8), ჯარიმა: 12-9, თამაშგარე:2-3, სეივი: 7-0, კუთხური: 3-10
დეპორტივო – რაიო ვალეკანო 2:2 (1:1)
ლა კორუნია, ესტადიო მუნიციპალ დე რიაზორი, 18 453
დეპორტივო: ლუქსი, ლოპო, კანელა, ლაურე, ინსუა, მედუნიანინი, ფარინა, დომინგესი (ბერგანტინოსი 64), კუენკა, როდრიგესი (ლუიზინიო 62), ტოხე (კავალეირო 78)
მწვრთნელი: ვიქტორ ფერნანდესი
რაიო ვალეკანო: ალვარესი, ზე კასტრო, ტიტო, ბა, აკინო, ტრაშორასი, კაკუტა (ბანგურა 75), ბაენა, ქვინი, გონსალვესი ( ლეო ბაპტიშტაო 59), ბუენო (მორსილო 86)
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლები: 1:0 ხოსე როდრიგესი (7), 1:1 ბუენო (40), 1:2 ბუენო (73), 2:2 კუენკა (თერთმეტმეტრიანი, 95)
მსაჯი: ხოსე გონსალესი
გაფრთხილება: ლოპო (27), როდრიგესი (37), ქვინი (43), ინსუა (45+1), ტიტო (52), ლაურე (83), ბაენა (84), ზე კასტრო (89), ტრაშორასი (90), ბა (90+4)
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 9(4)-9(7), ჯარიმა: 16-18, თამაშგარე: 5-5, სეივი: 0-3, კუთხური: 2-4
სოსიედადი – რეალი 4:2 (2:2)
სან სებასტიანი, ესტადიო მუნიციპალ დე ანოეტა, 27 879
სოსიედადი: ზუბიკარაი, დე ლა ბელა, ინიგო, ზალდუა, კასტრო (კანალესი 60), პრიეტო (მიკელ გონსალესი 83), გრანერო, ელუსტონდო, ზურუტუზა, ბერგარა, აგირეხე (ველა 60)
მწვრთნელი: არასატე ელუსტონდო
რეალი: კასილასი, რამოსი, პეპე, მარსელო, კარვახალი (არბელოა 77), მოდრიჩი ( ხედირა 74), ბეილი, კროოსი, როდრიგესი, ისკო, ბენზემა
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
გოლები: 0:1 რამოსი (5), 0:2 ბეილი (11), 1:2 ინიგო (35), 2:2 ზურუტუზა (41), 3:2 ზურუტუზა (65), 4:2 ველა (75)
გაფრთხილება: გრანერო (17), კარვახალი (36), ისკო (82)
ბურთის ფლობა: 45%-55%, დარტყმა: 8(3)-14(9), ჯარიმა: 18-12, თამაშგარე: 3-2, სეივი: 3-1, კუთხური: 8-6
დიმა შარიქაძე