ფეხბურთი

15:03 | 3.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ანჟის” ქომაგებმა როსტოველებს ქვები დაუშინეს

 

რუსეთის პრემიერლიგის მე-4 ტურის მატჩში, მახაჩყალის “ანჟიმ” შინ “როსტოვთან” 0:1 წააგო, რამაც მასპინძელ გულშემატკივართა აღშფოთება გამოიწვია. შეხვედრის  დამთავრების შემდეგ, მათ როსტოველთა ავტობუსს ქვები დაუშენეს, რამდენიმე სტუმარი დაშავდა, ერთმა კი ტვინის შერყევა მიიღო, თუმცა ჰოსპიტალში არავინ წაუყვანიათ. სამართალდამცავთა აქტიურობა რომ არა, ვინ იცის, რა მოხდებოდა. ჯამში, პოლიციელებმა 12 ადამიანი დააკავეს, რომელთა უმეტესობა არასრულწლოვანია.

საერთოდ, ახალი სეზონი “ანჟიმ” ძალიან ცუდად დაიწყო. ჩემპიონობის კანდიდატს, 4 ტურის შემდეგ, მხოლოდ 2 ქულა აქვს და გათამაშების ცხრილში მე-13 ადგილზეა. გუნდშიც მძიმე ვითარებაა. მე-2 ტურში მოსკოვის”დინამოსთან” დამარცხებისთანავე (1:2), ჰოლანდიელმა გუს ჰიდინკმა მწვრთნელის პოსტი დატოვა და დროებით მისი ადგილი, თავის დროზე ალექს ფერგიუსონის თანაშემწემ, რენე მელენსტენმა დაიკავა. ტრავმები აქვთ ლიდერებს - ჟირკოვს, კოკორინსა და ეშჩენკოს. არ თამაშობს კიდევ ერთი გამოცდილი ფეხბურთელი იგორ დენისოვი, რომელსაც თანაგუნდელებთან კონფლიქტი ჰქონია.


0.114622