“ვესტ ბრომვიჩის” 34 წლის ფრანგი თავდამსხმელი ნიკოლა ანელკა რომის “ლაციოში” არ გადავა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, “ლაციო” ანელკასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, თუმცა იტალიური პრესის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება არ შედგა. ამის მიზეზი ისაა, რომ “ლაციომ” და ანელკამ კონტრაქტის ხანგრძლივობასა და ფეხბურთელის ანაზღაურებაზე ვერ მოილაპარაკეს.