ბელგიელი მოდელი, ანელიე მეიკენსი (ყოფილი მის ბელგია) საჯაროდ გამოტყდა, რომ ცნობილ იტალიელ მწვრთნელთან, რობერტო მანჩინისთან ორი წლის წინ რომანი ჰქონდა გაჩაღებული, დიდ გნიასში იყვნენ და მათი შეხვედრები მანჩინის მოთხოვნით ისე იყო გასაიდუმლოებული, სასიყვარულო პაემნებს კი არა, შეთქმულთა შეკრებას ჰგავდა.
როდესაც რობერტო მანჩინის ანელიე მეიკენსის ამ აღიარების შესახებ უთხრეს, იტალიელი მწვრთნელი ისე გაბრაზდა, რომ “ქოში უკუღმა ყარა“ და ფიცი-მტკიცი დაიწყო, მე ჩემი ცოლის ერთგული ვარ და მისთვის ღალატი არც მიფიქრია და მით უმეტეს არ განმიხორციელებიაო.
ჩვენ მხოლოდ მკითხაობით შეგვიძლია მივხვდეთ, თუ რატომ გადაწყვიტა მშვენიერმა ბელიგიელმა ასულმა ამ ყველაფრის საჯაროდ განცხადება. ყველაზე რეალური ვარაუდი კი ალბათ ისაა, რომ მან დაშორების გამო ყოფილ გულისსწორზე შური იძია. შურისძიებაც ასეთი უნდა!