ფეხბურთი

18:00 | 23.08.2013 | ნანახია 5760 - ჯერ

ანდროსი

ამ 22 წლის გარემარბმა ხუთშაბათ საღამოს თბილისის “დინამო არენაზე” სასწაულები აკეთა. “ტოტენჰემმა” “დინამოს” 5:0 მოუგო და ამ გამარჯვებაში ლომის წილი სწორედ ანდროს თაუნსენდმა დაიდო. ჯერ იყო და, სწრაფი კონტრშეტევისას, ლამის ნახევარი მინდორი გადაირბინა და ცაციათი, მოხდენილი დარტყმით გახსნა ანგარიში. ამ დროს ჩვენს გვერდით მჯდომმა ბრიტანელმა კოლეგამ ადამ შერგოლდმა გვითხრა: ეს მაგარი ბიჭი გვყავს, მის შესახებ კიდევ ბევრჯერ გაიგებთო და დაამატა, ანდროსმა ევროთასებზე თავისი მეორე გოლი გაიტანა, პირველად კი სამი წლის წინათ, “შემროკ როვერსის” წინააღმდეგ გამოიჩინა თავიო.

44-ე წუთზე, მარჯვენა ფრთიდან შეტევისას, თაუნსენდმა დარკო გლიშიჩს ქალაქური “პად სებია” გაუკეთა და პაულინიოს ბურთი თავზე დაასვა, ბრაზილიელს გატანა არ გასჭირვებია. მეორე ტაიმის შუაწელში კი უკვე გიორგი გველესიანს ჩაუქროლა რეაქტიულივით და რობერტო სოლდადოს მესამე გაატანინა. მერეც არაერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. მოკლედ, აგვიკლო. გვიხაროდა, აარონ ლენონს ტრავმა აქვს, თბილისში ვერ ითამაშებს და მარჯვენა ფრთაზე შედარებით სიმშვიდე იქნებაო, მაგრამ თურმე სად ვიყავით. ვილაშ-ბოაშმა ისეთი კაცი დააყენა მარჯვნივ, ლამის ლენონი სანატრელი გაგვიხდა.

თაუნსენდი “ტოტენჰემის” აკადემიის აღზრდილია. 9 წლიდან “დეზების” წევრია, თუმცა მოზრდილობისას ერთთავად განათხოვრებული იყო ძირთადად დაბალი ლიგის გუნდებში, მათგან ყველაზე ცნობილებია “ლეიტონ ორიენტი”, “იფსვიჩი”, “უოტფორდი”, “მილუოლი” და “ლიდსი”. წლეულს იანვარში “ქუინზ პარკ რეინჯერსში” გადავიდა და პრემიერლიგის საგაზაფხულო ეტაპი ჰარი რედნაპის ხელმძღვანელობით ითამაშა, ზაფხულში კი “ტოტენჰემში” დაბრუნდა.

ანდროსს კვიპროსულ-იამაიკური წარმომავლობა აქვს და მისი სახელიც კვიპროსული უნდა იყოს. თუმცა ინგლისში, ლეიტონსტოუნში დაიბადა და ქვეყნის ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები, პირველის გარდა. ინგლისის 21-წლამდელთა ნაკრებში კი მისი დებიუტი 2012 წლის ოქტომბერში შედგა, როცა ლივერპულელი რაჰიმ სტერლინგის ნაცვლად გავიდა მინდორზე.

მოკლედ, “გონივრული ეჭვი” გვაქვს, რომ ხუთშაბათს თბილისში ევროპის კიდევ ერთი მომავალი ვარსკვლავი ვიხილეთ.


კომენტარები (34)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

17:59 | 25.08.2013
Jimmy Jump (36)

აუ ბეილი რომ ჩამოსულიყო ალბათ იმხელა წერილს დაწერდი აღფრთოვანებული წაკითხვა შენვე დაგეზარებოდა

13:25 | 24.08.2013
ბაბუ (11760)

ეს მართლა მაგარი ფეხბურთელია, იმედია ნაკრებში მოხვდება და კიდევ ვნახავთ დინამო-არენაზე.

11:35 | 24.08.2013
shebe (2082)

shotamessi10 კაი ინატრე რამე ეგეთი 5 გუნდი ფინანსურად კი და შემადგენლობით რა სანატრელია

11:35 | 24.08.2013
shebe (2082)

shotamessi10 არაფელი უკონკურენციაო არა დინამო არ დაიშალოს გუნდები და აგერ ნახავ ვერავის მოუგებს დინამო იოლად იმიტო რო იგივე დონის ფეხბურთელებია თიტქმის რაც სხვა გუნდებში

02:41 | 24.08.2013
numberone (351)

კვარაცხელია,კვირკველია,შაშიაშვილი - დაბერდნენ და გასაშვებები არიან. სეთურიძე გლიშიჩი და უსტარიცი უკლასო, არასწორი სელექციით და შემთხვევით მოხვედრილები არიან დინამოში. ხმალაძე 2006 წელშია ჩარჩენილი. გრაიცარი - მასეთები დინამო 2ში ყრიან,თან ახალგაზრდები არიან და მომატების პერსპეკტივა აქცთ. ლორია??????? ნ დ ძ რე ველაა , რა მოხდა კიევში კი არა თბილიში რა მოხდა ის უნდა ვკითხო ,ძალიან მაინტერესებს.სტრეიმურთან რეები აკეთა და ტოტენჰემთან ერთი რო ვერ გადაგვარჩინა. თავში აუვარდა ნამეტანი.(ტიპიური ქართველი)დანარჩენი ყველა ნახევარდაცვიდან და დაცვიდან ვინც არ ჩამოვთვალე ყველა უნდა დარჩეს გუნდში და ზამენაზ უნდა შემოვიდნენ ხოლმე. თავდასხმა ყველა გასაშვებია. და კიდევ ტყავაძე შენი .............. .....................................
ფიფია თვალები სად გაქვს????????????

01:02 | 24.08.2013
rekhvo63 (570)

იმედი მაქვს "ტოტენჰემთან" რევანშს მოვესწრები (ჯერ ახალგაზრდა ვარ), და ფიფიაც თუ ასე ფიქრობს მთლად უკეთესი...DDDD

13:21 | 24.08.2013
ბაბუ (11760)

შეიძლება ლივერპულს მოვუგოთ ისევ მაგრამ ტოტენჰემს ??? ეჭვი მეპარება,ეს უკვე ქრონიკულშია გადასული.

22:34 | 23.08.2013
სავაშა__ (6590)

stripslashes((strlen('https://www.facebook.com/giorgi.makaridze?fref=ts')>0?'https://www.facebook.com/giorgi.makaridze?fref=ts':'https://www.facebook.com/giorgi.makaridze?fref=ts')) რა სამარცხვინო სპორტსმენები გვყავს ! აქ შედით და კედელს გადაავლეთ თვალი ))) რა ფეხბურთზე ვლაპარაკობთ? მოკლედ რა!!!

22:44 | 23.08.2013
shotamessi10 (5632)

ნაღდად მაგის ფეისბუქია? რა პიტალო ყოფილა

22:16 | 23.08.2013
giorgi534 (234)

ბრატცი ამ თემასთან არავითარ კავშირში არ არის, ეხლა ვიყავი გიორგი მაკარიძის ფეისბუქის გვერდზე შესული და ერთი სურათის კომანტარებში ასეთ კომენტარს წავაწყდი თვიტონ მაკარიძე ამბობს: au ra kleobaa saqartvelo fuf fuf mezizgeba )) da qartuli fexburti fuf ro maxsendeba mona viyavi mand ) fexburteli xar tu menagve ver gaigeb ise gamoneben )))) bubas dros egre iyo da exla sheicvala rogorc vatyob )))

13:24 | 24.08.2013
ბაბუ (11760)

ქართველმა ასე არ უნდა იფიქროს,მითუმეტეს საქვეყნოდ დაწეროს,მე არა მგონია მაინც ეჭვი მეპარება,არ მინახავს და არც მინდა ვნახო.

22:31 | 23.08.2013
სავაშა__ (6590)

რა სიტყვებით საუბრობს>?? სამარცხვინოა... მომეცი ერთი ლინკი

21:56 | 23.08.2013
სავაშა__ (6590)

ადრე თუ გვიან ისევ შევხვდებით... როცა იქნება იმედია ღირსეულად გამოვალთ და რევანშსაც ავიღებთ!

22:02 | 23.08.2013
shotamessi10 (5632)

ეგრეც იქნება იმედია.. მარა ძაან ბევრი გვიკლია ჯერ როგორც ჩანს

21:57 | 23.08.2013
geogreece (9768)

ღმერთმა გისმინოს

21:56 | 23.08.2013
სავაშა__ (6590)

რათქმაუნდა განმეორებით მატჩზე არ ვამბობ...

21:50 | 23.08.2013
MAXSIMUS-Z1 (7221)

აი ფეხბურთელი

21:41 | 23.08.2013
Jano Okujava (927)

კომენტარი დაბლოკილია ცენზურის დაუცველობის გამო!

21:42 | 23.08.2013
Jano Okujava (927)

რა ვთქვი ეგეთიიიიი?

21:43 | 23.08.2013
Jano Okujava (927)

იციტ რისი იმედი მაქ მოვა დრო და მომენტი როცა დინამოოც დაადებს ტაბუს ტოტენჰემს

21:47 | 23.08.2013
shotamessi10 (5632)

მოვა მოვა ჩვენი დროც

21:36 | 23.08.2013
shotamessi10 (5632)

4 გუნდი უნდა იყოს მაინც კიდე დინამოს დონის ჩემპიონატში ფინანსურად ინფრასტრუქტრით და ა.შ., რო დაეტყოს რამე კაი ქართულ ფეხბურთს.. ასე უკონკურენციოთ რო არის გუნდი ძნელია მართლა ერთი დილა უწევს მართო წინააღმდეგობას ისიც 6 თვის მერე კაცმა არ იცის რა იქნება

21:30 | 23.08.2013
shotamessi10 (5632)

ეჰ დინამო, არადა ყოველთვის რა იმედით მოვდივარ ხოლმე სტადიონზე.. დაჟე ჩემპიონატის თამაშებზეც ვიარე შარშან.. წელსაც შევივლი ხოლმე სხვა რა გზაა

21:25 | 23.08.2013
taz55 (1788)

rogor goniad moaxdens reagirebas pipia am pravalze?

21:30 | 23.08.2013
geogreece (9768)

რეაგირება იქნება ტყავაძის გასვება და რეალური ტრანსფერების გაკეთება და არა თავისუფალი აგენტების მოყვანა გუნდში

21:16 | 23.08.2013
oto_oto (3739)

დაგლუშა გლიშიჩი

21:13 | 23.08.2013
oto_oto (3739)

ა 2 -3 ასეთი იგროკი უნდა დინამოს, თუ უნდა ჯგუფურში შლიგინით შედიოდეს

0?'>http://www.transfermarkt.com/en/ignacio-scocco/profil/spieler_51088.html':'>http://www.transfermarkt.com/en/ignacio-scocco/profil/spieler_51088.html'))

21:19 | 23.08.2013
geogreece (9768)

ეს აეკში არ იყო 2 წლის წინ???ეხლა სად თამაშობს????

21:25 | 23.08.2013
oto_oto (3739)

არაბეთში გადასულა. იმენა მკვლელია ნახეთ, რა გოლებს იტანდა წინა სეზონშ�stripslashes((strlen('http://www.youtube.com/watch?v=6cguEf3aJ2w')>0?'�http://www.youtube.com/watch?v=6cguEf3aJ2w':'�http://www.youtube.com/watch?v=6cguEf3aJ2w'))

21:28 | 23.08.2013
geogreece (9768)

ხო ვიცი ეს ფეხბურთელი აეკსი ეს და ლეონარდო მევასებოდა მაგრადარაბეთში რა უნდოდა პაოკში მაინც მოვიდეს დინამოში თუ არ წამოვა

21:40 | 23.08.2013
Jano Okujava (927)

ლეონარდო ჩაგვიდო გასვლაზე როცა აეკს ვეთამაშებოდით ადინ ნოლი რო წავაგეთ ბოლო წუტებზე შეგვიგდო თავით

20:35 | 23.08.2013
patrioti1987 (58)

stripslashes((strlen('https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc3/972185_572342922823828_1025708958_n.jpg')>0?'https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc3/972185_572342922823828_1025708958_n.jpg':'https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/hphotos-ak-frc3/972185_572342922823828_1025708958_n.jpg'))
ES WAIKITXET DZALIAN GTXOVT TU MAG AX...R RAPIDIS BALENSHIKEBMA AQ CHAMOSVLA GABEDES UNDA VACHVENOT NAGDI QARTULI DAXVEDRA RAS QVIS DA ATMAGI SAMAGIERO UNDA GADAUXADOT MAG BOZ.................................LEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEEBS!

20:46 | 23.08.2013
geogreece (9768)

4 ქართველი დაიჭიურეს ერთი არალეგალი იყო მეორეს ყალბის საბუთები ქონდა ხოლო 2 უკვე გამოუსვეს როგორც გავიგეთ ქართველ კრიმინალებს ეძებდნენ სტადიონზე

20:33 | 23.08.2013
ჩიჩარიტო (18039)

გუშინ მართლა საუკეთესო იყო მარა სასწაულები აკეთაო ცოტა ზედმეტია გლიშიჩი კი არა შეხვდება მაგას ევრა და კოული და იქ ვნახავთ რა ბიჭიცაა

20:29 | 23.08.2013
pushka (213)

დარკო კი არა დირკა გლიშიჩი უნდა ერქვას მაგას როგორაა გაპარჭყული ამ სურათზე

20:14 | 23.08.2013
fero (15151)

xurcilavas transfers yvela ironiulad uyurebda da am adamainis mondomebam molodins gadaacharba. da yvelaze metad gaamartla.

20:11 | 23.08.2013
fero (15151)

Dinamos fexburtelebs xelfasi ki ar unda misce. aramed 6 tvit unda daukavo. an raime finansuri sajeli daado. egeni girsebi arian rom 500 lasrze meti ar miscen!

20:05 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

გუშინ დაწერ აქ ტორნიკე როა იმან ბიჯებს ველაპარაკე და მაგარი შემართებით არიანო ))) რო ვუთხარი ლაპარაკით საქმეს არ ეშველებათო ეწყინა

20:05 | 23.08.2013
fero (15151)

Chven wagvigia austriastan. leverkuzentan. boavishtastan . magram ase samarcxvinod? mit umetes rom idzaxian amxela fuli chaidovo. tu amxela fuli chaido da aseti shedegia. fifiam xaris tyavis matraxi unda aigos. a yvelas unda urtyas.

20:02 | 23.08.2013
fero (15151)

Aba ra gvikvirs? chven mxolod baqibuqi vicit. aq warmatebis migweva iolia sxvata dasustwbis xarjze da mere amit gaindaureba. aqaoda naxet rogor warmatebit vitardebito.

19:58 | 23.08.2013
alejandro (44439)

ბეილის შემცვლელიც უპოვიათ...

19:28 | 23.08.2013
burusa (2031)

ეს ჩვენი ვაი ფეხბურთელები D თამაშის მერე ეს ძარია რო იღიმებოდა რა აღიმებდა ნორმალურია? მაგის ადგილზე თავჩახრილმა უნდა იარო, არა რა კიდიათ რა სულ არ ანაღვლებთ წააგეს თუ რა გაფარჩაკდნენ ხელფასებს ხო იღებენ და....

19:47 | 23.08.2013
anaklya (176)

ასიანი ხარ. ამათ ჰგონიათ, კარგ ხელფასს თუ იღებენ, უკვე "იგროკები" ჰქვიათ. სინამდვილეში რა არიან ევროპის მასშტაბით, გუშინ დაანახათ "ტოტენჰემმა".

19:30 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

ძარიამ პირველივე ტაიმში გაუცვალა იქ ვიღაცას მაისური და ბედნიერი იყო დალშე ღლეზე არ კიდია მოიგეს თუ წააგეს შენ რა გგონია გასახდელში ტაკტიკაზე ლაპარაკობდნენ და მითითებებს იღებდნენ ? არა დზმაო იმაზე მიდიოდა სპორი ვინ ვის გაუცვლიდა თამაშის მერე მაისურს

21:32 | 23.08.2013
zestaponski (17)

კიდევ კარგი ტამაშამდე არ გახადეს თორემ მერე გენახათ ანგარიში.........

19:31 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

ერთი უეჭველი ვიცი გლიშიჩმა ანდროს მაისური არავის დაუთმო ))))

19:26 | 23.08.2013
xizan she mwovelo (134)

ანდროს შენ უნდა მომკლა შენ უნდა მომკლა შენ უნდა მომკლაააა

19:26 | 23.08.2013
burusa (2031)

ისე ბეილი და ლენონი რო ყოფილიყვნენ წარმოდგენა არ მინდა რა მოხდებოდა

19:28 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

დამიჯერე ბეილი რო ყოფილიყო აქ ერთ ადგილას იდგებოდა მეტი საქმე არ ქონდა ეხლა აქ დაელეწა ცხვირ პირი სადაც იდგებოდა იქედან დაარტყამდა გაიყვანადა რა დროს

19:01 | 23.08.2013
Shevche (15054)

ძალიან მაგარი ფეხბურთელია, საღოლ. მერე რა რომ დინამოს ეთამაშებოდა, სხვა ტოტენჰემის ფეხბურთელებისგანაც გამოირჩეოდა. ძალიან ძლიერია ინდივიდუალურად და ერთი გაუაზრებელი მოქმედება არ გაუკეთებია. კარგ ფეხბურთს ითამაშებს ეს ბიჭი.
ახლა ვნახე და 1 მილიონადაა ტრანსფერმარკეტზე შეფასებული.

19:02 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

შეფასებული ხო მაგრამ ამას რო 1 მილიონად არავინ გაყიდის ხო იცი )))

19:05 | 23.08.2013
Shevche (15054)

კიბატონო

18:47 | 23.08.2013
rustavi82 (37)

ტოტენჰემმა წაივარჯიშა თბილისში

18:22 | 23.08.2013
davidbe (3927)

ანდროსიცა და დავიდბე-სიც მოხვდეთ უჰრინსაც, მაგის ჩამომყვანსაც და ვინც ქართული ფეხბურთი ასეთ დღეში ჩააგდო, ყველა იმათ!!!!!დინამოს ვაი ფეხბურთელებს გახადეთ მაისურები და პანღურებით გაყარეთ ჯანდაბაში, რა უფლება აქვთ, რო დინამოელები ქვიათ???!

18:21 | 23.08.2013
francuza-!- (1372)

ეს კაცი აღმოაჩინა ჰარიმ რომელმაც შარშან ქპრში წაიყვანა იჯარით ვინც უყურებით შარშან ქპრს თამაშს მგელივით თამაშOბდა ეს ბიჭI ყველა თამაში ნათელი წერტილი იყო გოლებიც გააკეთა.. ყველაფერზე იბრძოდა საღაც ადრე ვთქვი რომელიღაც სტატიაში და დამცინეს რა თაუნსენდიო.. ახლა დაბრუნდა ტოტეში და დაელოდეთ რა თამაშს ითამაშებს

18:23 | 23.08.2013
francuza-!- (1372)

კიდდევ რაც შეეხება ტოტოეს ნამდვილად ქების ღირსია ყველა კომპონენტში მონდომება სამწვრთნელო შტაბი ფეხბურთელები სატრანსფერო პოლიტიკა.. მაგრად ვბალეშიკობ ეპლ რო აწიონ წელს გამიხარდება

18:18 | 23.08.2013
RonnieJamesDio (1976)

გლიშიჩი თუ ათრია ვარსკვლავი ყოფილა და ეგაა ... თუ ეგეთი მაგარია ეგ თქვენი ანდროსი პრემიერ ლიგის მცველებს უკეთოს იგივეები. ნორმალური გარემარბია რომელიც ესეთ გინდებთან კარგად თამაშობს

18:31 | 23.08.2013
SHANSO. (3080)

აქ გლიშიჩი არაფერ შუაშია ფაქტია რო ამ ბიჭს დიდი მომავალი აქ წესით ისედაც უნდა ტყობდე ფეხბურთელს კარგია თუ ცუდი

21:53 | 23.08.2013
zestaponski (17)

ხო ბეილი გამოჩნდა გლახა დროს თორემ რეალი მაგას ყიდულობდა.....

18:14 | 23.08.2013
ronald0 (13826)

კიდე კაი ანდროსი იყო და არა აარონი და გარეტი თორე მერე ნახე შენ რეები დატრიალდებოდა

0.080151