თამაშგარე

10:50 | 3.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრესის ღირსეული ნაბიჯები

ალბათ უკვე იცით, რომ რამდენიმე წლის წინ საფეხბურთო კლუბ "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების 29 წლის ვარსკვლავმა, ანდრეს ინიესტამ  9 მილიონი ევრო დახარჯა ვენახების შესაძენად და კასტილია ლამანჩას რეგიონში მარნის მოსაწყობად. ინიესტამ ამასწინათ მთელი თავისი კლუბის ფეხბურთელები მიიწვია კუთვნილ ვენახსა და მარანში და მეგობრებთან ერთად გვარიანადაც გაერთო.  

ვიდრე ანდრესი ტყავის ბურთს დასდევს, წარმოებას მისი მამა ხოსე ანტონიო მართავს. ის ყოველ ეტაპს ყურადღებით აკვირდება ვენახშიც და მარანშიც, რომელიც უახლესი, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი.

ინიესტას ოჯახი მეღვინეობას არა მხოლოდ ჰობად აღიქვამს, ეს მათთვის ბიზნეს-პროექტიც გახლავთ. "ჩემი ვაჟის მიერ ჩადებულ ყოველ 10 ევროზე მე მას 11 უნდა მოვუტანო, ჩვენ აქ ძალიან კარგ ღვინოს ვაკეთებთ" - აცხადებს ხოსე ანტონიო. თავად ანდრეასი კი აცხადებს, რომ სურს შექმნას ღვინო, რომელიც შეძლებს გაუწიოს კონკურენცია მეზობელი რიოხას საუკეთესო ნიმუშებს.

 

0.140578