პოპულარული კოლუმბიელი მოდელი, ანდრეა რინკონი, მისი მშობლიური ქვეყნის საფეხბურთო ნაკრების თავგადაკლული გულშემატკივარია და სტადიონზე ამ მშვენიერი მდედრის დანახვის ბედნიერება კოლუმბიის ნაკრების მამრ ქომაგებს არაერთხელ მისცემიათ.
ანდრეა რინკონი მოდელის გარდა, ასევე ცნობილი მოცეკვავეცაა და მას საკუთარი ძალები არაერთხელ გამოუცდია ჩვენში ესოდენ პოპულარულ შოუში “ცეკვავენ ვარსკვლავებში“, რომლის ანალოგიც, მთელს ლათინურ ამერიკაში განსაკუთრებულად ცნობადი გადაცემაა.
რინკონი აღიარებს, რომ მუნდიალზე მისი საყვარელი ნაკრების ბრაზილიასთან მარცხმა ძალიან დასწყვიტა გული, თუმცა მის თვალში კოლუმბიის ეროვნული გუნდი უკვე ჩემპიონია და დარწმუნებულია, რომ კოლუმბია ბრაზილიის მსგავსად ნახევარფინალში თავს არ შეირცხვენდა. ვინ იცის...