ჩოგბურთი

22:17 | 4.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პეტკოვიჩი ჩარლსტონის ტურნირიდან მოეხსნა

გერმანელმა ჩოგბურთელმა ანდრეა პეტკოვიჩმა გადაწყვიტა, ჩარლსტონში მიმდინარე ტურნირ Fmily Circle Cup-დან, მონაწილეობის განაცხადი გამოეტანა. ამის შესახებ, სპორტსმენმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.

"გამარჯობა, ყველას! სამწუხაროდ, იძულებული ვარ მოვეხსნა ჩარლსტონის ტურნირიდან და დღეს კაროლინის წინააღმდეგ ვერ ვითამაშებ, ამის მიზეზი კი, მარჯვენა ფეხის ტერფის მცირე დაზიანებაა. ტკივილი რამდენიმე დღის წინ ვიგრძენი, თუმცა სიტუაცია უკეთესობისაკენ არ შეიცვალა, პირიქით - გაუარესდა... ჯობია, არ გავრისკო და იძულებითი პაუზა ავიღო."

ასე რომ, კაროლინ ვოზნიაცკიმ უბრძოლველად მიიღო მეოთხედფინალის საგზური, სადაც იულია გიორგესსა და შტეფანი ფოგელს შორის უკეთსს დაუპირისპირდება.

0.113778