ფეხბურთი

17:16 | 8.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაში: “ლამპარდი მხარს არ მიჭერდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, რომელიც მანამდე “ჩელსის” თავკაცობდა, “არისტოკრატთა” ერთ-ერთი ლიდერი ფრენკ ლამპარდი გააკრიტიკა.

“ლამპარდის პროფესიული თვისებები კითხვის ქვეშ არასოდეს დამიყენებია. თუმცა, ფრენკი მხარს არ მიჭერდა, როდესაც “ჩელსიში” ვმუშაობდი. თუმცა, ახლა ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. “ჩელსიდან” დათხოვნა ჩემს მომავალ კარიერაზე დადებითად აისახა და უკეთესი მწვრთნელი გავხდი. რას ვფიქრობ “ჩელსისთან” ჩასატარებელ მომავალ თამაშზე? “სტემფორდ ბრიჯზე” დაბრუნებას ჩემთვის რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობ, დადებითი შედეგის მიღწევაა”, – ციტირებს Sky Sports-ი პორტუგალიელ სპეციალისტს.

 

0.11392