ფეხბურთი

17:15 | 6.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდრე ვილაშ-ბოაში: “იძულებული ვიყავით ბეილი გაგვეყიდა”

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა ანდრე ვილაშ-ბოაშმა, პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გარეტ ბეილს მადრიდის “რეალში” გადასვლის უდიდესი სურვილი ჰქონდა და ამიტომ, ინგლისელები მის შენარჩუნებას ვერანაირად ვერ მოახერხებდნენ.

24 წლის უელსელის “სამეფო კლუბში” გადასვლა-არგადასვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია მთელი ზაფხულის განმავლობაში ვრცელდებოდა და საბოლოოდ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სამი დღით ადრე, მხარეები შეთანხმებამდე მივიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონელებს საკუთარი გუნდის ლიდერის გაშვება დიდი ხნის განმავლობაში არ სურდათ, საბოლოოდ, სარფიან წინადადებას მაინც დათანხმდნენ. ამასთან, პორტუგალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ფეხბურთელი, რომელიც თავს ბედნიერად არ გრძნობს, გუნდს წარმატებას ვერ მოუტანს და ბეილის შენარჩუნებას აზრი აღარ ჰქონდა.

“რეალისა” და თავად მოთამაშის მხრიდან უდიდეს ზეწოლას განვიცდიდით. რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ მოთამაშის ძალით შეკავებას აზრი არ ჰქონდა, რადგან ის, მომავალში ისეთივე მონდომებით არ იმუშავებდა, როგორც მანამდე. სწორედ ამიტომ გადავწვიტეთ მისი მადრიდში გაშვება. ამასთან, ჩვენ კმაყოფილი უნდა ვიყოთ, რადგან “რეალმა” თითქმის სრულად გადაიხადა ის თანხა, რასაც ჩვენ ვითხოვდით. პარალელურად, ჩვენ რამდენიმე ისეთი მოთამაშით გავძლიერდით, რომლებიც წარმატების მიღწევაში უცილობლად დაგვეხმარებიან”, - განაცხადა ვილაშ-ბოაშმა.

 

0.113928