ფრანგული “მარსელის” ფორვარდი ანდრე აიუ ინგლისის პრემიერლიგაში თამაშის სურვილს არ მალავს. რამდენადაც ცნობილია, 23 წლის განელის გადაბირება ნისლიანი ალბიონის რამდენიმე კლუბს სურს.
“დაუფარავად ვამბობ: სწორედ ინგლისში მინდა კარიერის გაგრძელება. “მარსელის” დატოვებას არ ვჩქარობ, მაგრამ თუკი ინგლისიდან საინტერესო წინადადება მომივა, სიამოვნებით განვიხილავ. პრესაში “ლივერპულში” გადასვლას მიწინასწარმეტყველებენ. შემიძლია გითხრათ, რომ ამ კლუბს ბავშვობიდან ვქომაგობ”, - განუცხადა აიუმ RMC-ს.
ცნობისათვის, აიუს “მარსელთან” კონტრაქტი 2015 წელს ეწურება.