“მანჩესტერ იუნაიტედიდან” “ფიორენტინაში” განათხოვრებული ბრაზილიელი ნახევარმცველი ანდერსონი აცხადებს, რომ ცოტა ხნის წინათ გამოქვეყნებული მისი ინტერვიუ ჟურნალისტების მიერაა მოგონილი და მას “მანჩესტერზე” ცუდი არასდროს უთქვამს.
ცოტა ხნის წინათ, პრესაში გამოქვეყნდა ანდერსონის ინტერვიუ, სადაც ის აცხადებდა, რომ “მანჩესტერის” დატოვება არაერთ ფეხბურთელს სურს. ბრაზილიელმა ერთ-ერთ მაგალითად ლუიშ ნანი დაასახელა.
“შოკში ვარ, რადგან ჟურნალისტებმა არარსებული ინტერვიუ გამოაქვეყნეს. ეს ფაქტი ჩემს დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
მსგავსი ინტერვიუ არასდროს მიმცია. მეტიც, ცუდი რამ არასდროს მითქვამს კლუბზე, რომელიც მიყვარს და რომელმაც ჩემს კარიერულ წინსვლაში დიდი როლი ითამაშა. როგორ არ გრცხვენიათ?
ვაცხადებ, რომ “მანჩესტერის” გულშემატკივარი ყოველთვის ვიქნები. ეს კლუბი მიყვარს.” – ციტირებს ანდერსონის სიტყვებს Goal-ი.