კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ცენტრალური ნახევარმცველის, ჯონათან დოს სანტოსის შეძენის სურვილი ბელგიურმა “ანდერლეხტმა” გამოთქვა.
23 წლის მექსიკელი შუახაზელი, გასულ სეზონში, “ბარსელონას” პირველი გუნდის წევრად ითვლებოდა, მაგრამ მისთვის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრაც კი სანატრელი იყო. ლა ლიგაში, მან მოედანზე მხოლოდ 60 წუთი დაჰყო. ეს გასაკვირი არცაა, რადგან მის პოზიციაზე გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა.
აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დოს სანტოსის შეძენის სურვილს “მალაგა” და “სევილია” გამოთქვამდნენ, ახლა კი, მათ “ანდერლეხტიც” შეურთდა.