ბელგიის “ანდერლეხტის” ცენტრალური მცველის, ბრამ ნეიტინკის აზრით, გუნდიდან სენეგალელი მცველის, შეიხუ კუიატეს წასვლის შემთხვევაში, გურამ კაშია აფრიკელის კარგი შემცვლელი იქნებოდა.
“იმედი მაქვს, რომ შეიხუ კუიატე დარჩება. ბელგიის ლიგაში საუკეთესო გუნდი ვართ. თუმცა, მისი წასვლის შემთხვევაში, გურამ კაშია ძალიან კარგი შემცვლელი იქნებოდა” – განაცხადა 23 წლის ჰოლანდიელმა, რომელიც “ანდერლეხტში” 2012 წელს “ბრედადან” გადავიდა.
ბოლო პერიოდში ბელგიური და ჰოლანდიური პრესა ბევრ წერს არნემის “ვიტესის” კაპიტნის “ანდერლეხტში” გადასვლის შესახებ. თუმცა, ორი დღის წინ, “ვიტესის” პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კაშიას თაობაზე “ანდერლეხტიდან” არნემელებს არავინ დაკავშირებია.