ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 33-ე ტურის კვირას ჩატარებულ მატჩებს შორის, მთავარი მოვლენა სევილიური დერბი გახლდათ. „ბეტისისა“ და „სევილიას“ დაპირისპირებას, ტრადიციულად, არც დაძაბულობა აკლდა და არც წითელ-ყვითელი ბარათები.
„ბეტისს“ 30-ე წუთზე მსაჯმა ფეხბურთელი გაუძევა და მასპინძლებმა საათზე მეტი კაცნაკლულებმა ითამაშეს. ბუნებრივია, ამით სტუმრებმა ისარგებლეს და მეტოქეზე ზეწოლა გააძლიერეს. 30-ე წუთზე, კარლოს ბაკას წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი კევინ გამეირომ გოლად აქცია და „სევილიას“ ტაიმი მოაგებინა.
„ბეტისი“ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და თამაშში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ვერ შეძლო. 82-ე წუთზე, გამეირომ თითქმის დაუცველ კარში ბურთი იოლად მოათავსა, დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში - 0:2 დააფიქსირა.
პირველადგილოსანმა „ატლეტიკომ“ საგარეო მატჩში „ხეტაფეს“ სძლია და ლიდერობა გაიმყარა. სტუმრებმა მასპინძლებს თითო ტაიმში თითო ბურთი გაუტანეს და დამაჯერებლად იმარჯევს. მე-40 წუთზე, შეტევაში ჩართულმა დიეგო გოდინმა აიღო „ხეტაფეს“ კარი და მადრიდელები წინ გაიყვანა. 66-ე წუთზე, დიეგო კოსტას თერთმეტმეტრიანით შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ მეკარემ დარტყმული მოიგერია.
84-ე წუთზე, კოსტამ მაინც შეძლო გატანა, მაგრამ ეს ძვირად დაუჯდა - გოლის მომენტში, თავდამსხმელი ძელს შეეჯახა და მოედნის საკაცით დატოვება მოუწია. რამდენად სერიოზულია ტრავმა, ჯერჯერობით, უცნობია.
„ვალენსიამ“ „მესტალიაზე“ „ელჩეს“ უმასპინძლა და 3 ქულა მოიპოვა. „ღამურებმა“ მეტოქეს ორი ბურთი გაუტანეს, სტუმართაგან კი, ერთი მიიღეს - 2:1. უხვგოლიანი გამოვიდა კატალონიურ-მადრიდული დაპირისპირება - „ესპანიოლმა“ და „რაიო ვალიეკანომ“ ერთმანეთს 2-2 გოლი გაუტანეს და თითო ქულა მოიპოვეს.
სევილია. „ბენიტო ვილიამარინი“. 33000
ბეტისი - სევილია 0:2 (0:1)
ბეტისი: ადანი, ამაია, ფიგერასი, ნ’დიაიე, ნონო, ხუანფრანი (როდრიგესი 77), კარლოსი, ვადილიო (ჩიკა 41), კასტრო, მოლინა, ბაპტიშტაუ (მაბვატი 60).
მწვრთნელი: გაბრიელ უმბერტო კალდერონი
სევილია: ბეტუ, ფასიო, კარიზუ, ფიგეირაში, მორენო (ნავარო 45), მბია, ტროხოვსკი (მაჩინი 46), იბორა, რეიესი, გამეირო, ბაკა (რაკიტიჩი 74).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლი: 0:1 გამეირო (30), 0:2 გამეირო (82)
გაფრთხილება: ნ’დიაიე (5), კასტრო (31), ბაპტიშტაუ (57), ჩიკა (62) - ტროხოვსკი (13), რეიესი (34), მაჩინი (55), ნავაო (69)
გაძევება: კარლოსი (27)
კარში დარტყმა: 17 (4) – 7 (5) ჯარიმა: 17 - 15 კუთხური: 8 - 1 თამაშგარე: 1 - 4 ბურთის ფლობა: 49% - 51% სეივი: 3 – 4
ვალენსია. „მესტალია“. 30000
ვალენსია - ელჩე 2:1 (1:1)
ვალენსია: გუაიტა, ბარაგანი, ვეზუ, ფუეგო, პარეხო, რომეუ, ბერნატი, მიჩელი (კარტაბია 46), ჟონასი (კეიტა 75), ვარგასი (ალკასერი 64), პიატი.
მწვრთნელი: ხუან ანტონიო ტოროხა პიცი
ელჩე: ერერა, სისმა, სუარესი, პელეგრინი, ბოტია (ლომბანი 35), სანჩესი, მარკესი, პერესი (ნიხესი 64), ჩავესი (ბოაკე 76), კორომინასი, ერერა.
მწვრთნელი: ფრან ესკრიბა
გოლი: 1:0 პიატი (22), 1:1 კორომინასი (28), 2:1 პარეხო (61)
გაფრთხილება: პიატი (70), ბარაგანი (72), პარეხო (82), ფუეგო (90) - პერესი (53), სისმა (72)
გაძევება: ბარაგანი (90)
კარში დარტყმა: 8 (4) – 11 (5) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 6 - 2 თამაშგარე: 6 - 2 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 4 – 2
ხეტაფე. „კოლიზეუმ ალფონსო პერესი“. 12100
ხეტაფე - ატლეტიკო 0:2 (0:1)
ხეტაფე: კოდინა, რუანო, ლოპესი, ლაგო (სამირი 80), აროიო, როდრიგესი, პედრო ლეონი, კასტრო (კოლუნგა 57), მოსკერა (ლასენი 68), მარიკა.
მწვრთნელი: კოზმინ კონტრა
ატლეტიკო: კურტუა, მირანდა, ხუანფრანი, ლუისი, გოდინი, გაბი, სუარესი, გარსია (დიეგო 72), კოკე, ვილია (ადრიანი 62), კოსტა (როდრიგესი 86).
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
გოლი: 0:1 გოდინი (40), 0:2 კოსტა (84)
გაფრთხილება: მოსკერა (22), რუანო (25), ლაფიტა (51) - გოდინი (16), ვილია (45), კოსტა (76)
გაძევება: ლაფიტა (65)
კარში დარტყმა: 9 (2) – 12 (8) ჯარიმა: 15 - 15 კუთხური: 3 - 4 თამაშგარე: 1 - 2 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 6 – 2
ბარსელონა. „კორნელია ელ პრატი“. 16000
ესპანიოლი - რაიო 2:2 (1:1)
ესპანიოლი: კასილია, სიდნეი, კოლოტო, ფუენტესი, ლოპესი, სიმაუ (ლანსაროტე 60), სანჩესი, ლოპესი (ფერნანდესი 77), გარსია, სტუანი, პიცი (კორდობა 60).
მწვრთნელი: ხავიერ აგირე
რაიო: რუბენი, კაშტრუ, არბილია, ნაჩო, ლოპესი, ტრასორასი, საული, ფალკე (ფერნანდესი 89), ლარივეი, ბუენო, როჩინა (ბანგურა 77).
მწვრთნელი: პაკო ხემესი
გოლი: 1:0 სტუანი (3), 1:1 ფალკე (43), 1:2 ლარივეი (50), 2:2 კოლოტო (88)
გაფრთხილება: სიდნეი (90) - კაშტრუ (29), რუბენი (65), ტრასორასი (88)
კარში დარტყმა: 6 (2) – 11 (5) ჯარიმა: 22 - 15 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 4 - 2 ბურთის ფლობა: 34% - 66% სეივი: 3 – 0