ფეხბურთი

3:21 | 21.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანდალუსიელთათვის უიღბლო დღე

ნათელია, რომ მადრიდის „რეალი“ და კატალონიის „ბარსელონა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/2–ფინალებზე უფრო ფიქრობენ, ვიდრე ესპანეთის პრიმერა დივიზიონზე. ამის დასტურად, ჟოზე მოურინიო და ტიტო ვილანოვა თავიანთ გუნდებს გადახალისებული შემადგენლობით ათამაშებენ და ახალგაზრდებს აძლევენ თავის გამოჩენის საშუალებას. ამგვარად, თუ რაიმე სასწაული არ მოხდა, „ბარსა“ პრიმერას პირველ ადგილს ამ სეზონში არ დათმობს და ჩემპიონობასაც ვადაზე ადრე გაიფორმებს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“, მადრიდელები „ბეტისს“ დაუხვდნენ და 3 ქულა მოიპოვეს. პირველი ტაიმის მიწურულს, იოზილისა და ბენზემას კომბინაციის შედეგად, გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა და ანგარიში გახსნა, რისი წყალობითაც, თავისი გუნდი შესვენებაზე მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიყვანა.

მეორე ტაიმში, თავად ბენზემამაც გამოიჩინა თავი, რომელმაც მადრიდელთა სწრაფი კონტრშეტევა გოლით დააგვირგვინა და ანგარიში 2:0 გახადა. რამდენიმე წუთში, ანდალუსიელმა ხორხე მოლინამ ანგარიშში სხვაობა პენალტით შეამცირა, მაგრამ სტუმრებმა მეტის გაკეთება ვეღარ შეძლეს. მეტიც, გოლი გაუშვეს – მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, იოზილმა დუბლი გაიფორმა და ტაბლოზე 3:1 დააფიქსირა.

არცთუ იოლი მატჩი ჰქონდა „ბარსელონას“, რომლის მეტოქეც „ლევანტე“ გახლდათ. კატალონიელებს სათამაშო უპირატესობა ჰქონდათ და მომენტებსაც საკმარისად ქმნიდნენ, მაგრამ ბურთი კარში ვერაფრით შეჰქონდათ. საბოლოოდ, „კამპ ნოუს“ ბინადრებმა ვალენსიელები მაინც გატეხეს – ალექსის სანჩესის პასის შემდეგ, სესკ ფაბრეგასმა ზუსტად დაჰკრა და თავის გუნდს მინიმალური ანგარიშით მოაგებინა.

მიმდინარე სეზონში წარმატებით მოთამაშე „მალაგა“ „ვალენსიას“ ესტუმრა და შინ განადგურებული დაბრუნდა. თანაც, „ღამურებმა“ ანდალუსიელებს საქმე პირველსავე ტაიმში მოუმთავრეს და თავიანთი გულშემატკივრები გვარიანად გაახარეს.

სტუმართა რბევა 25–ე წუთზე, პარეხომ დაიწყო – ესპანელმა მეტოქე ჩამოიცილა და ბურთი კარში იოლად მოათავსა. ორიოდ წუთში, თავისი სიტყვა სოლდადომაც თქვა, რომელიც სისოკოს გამბრჭოლ გადაცემას გამოეხმაურა და თავის გუნდს 2–ბურთიანი უპირატესობა მოუტანა. მალე, ესპანელმა მეგოლემ თერთმეტმეტრიანიდან აიღო „მალაგას“ კარი და 3 ქულის ბედიც ცხადყო.

მიუხედავად ამისა, ვალენსიელები არ გაჩერებულან. სოლდადოს გოლის შემდეგ, სტუმრებმა ცენტრიდან ბურთი უხეიროდ გაითამაშეს, რის შედეგადაც მასპინძლებმა სწრაფი იერიში განავითარეს და გოლითაც დაასრულეს – კანალესმა მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს დაამატა და ანგარიში 4:0 გახადა. ტაიმის მიწურულს, ბაპტიშტამ ანგარიშში სხვაობა ოდნავ შეამცირა, მაგრამ ეს სტუმართათვის ბევრი ვერაფერი შვება იყო.

51–ე წუთზე, ევერ ბანეგამ მეტოქე ჩამოიშორა და ძალზე ეფექტური გოლის ავტორიც გახდა – 5:1.

 

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“. 75000

რეალი – ბეტისი 3:1 (1:0)

რეალი: ლოპესი, კარვალიუ, ალბიოლი, მარსელო (ვარანი 15), ნაჩო, მოდრიჩი (პეპე 62), იოზილი, კალეხონი, კასემირო, რონალდუ, ბენზემა (იგუაინი 73).

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

ბეტისი: ადრიანი, ჩიკა, პაულანი, ამაია, მარტინესი, ბენიატი, იგებორი (მოლინა 46), კანიასი (პერესი 67), კასტრო, პაბონი, კემპბელი (ვადილიო 59).

მწვრთნელი: პეპე მელი

გოლები: 1:0 იოზილი (45), 2:0 ბენზემა (57), 2:1 მოლინა (73პ.), 3:1 იოზილი (90)

გაფრთხილებები: ნაჩო (72), იგუაინი (78), რონალდუ (81) – კანიასი (55)

კარში დარტყმა: 15 (9) – 17 (8) ჯარიმა: 8 - 14 კუთხური: 7 - 5 თამაშგარე: 8 - 3 ბურთის ფლობა: 48% - 52% სეივი: 4 – 6 

 

ბარსელონა. „კამპ ნოუ“. 71000

ბარსელონა – ლევანტე 1:0 (0:0)

ბარსელონა: ვალდესი, აბიდალი, ალვესი, ადრიანო, მონტოია, ფაბრეგასი, ინიესტა (ჩავი 59), სონგი, ტიაგო (პედრო 68), ვილია, ტელიო (სანჩესი 77).

მწვრთნელი: ტიტო ვილანოვა

ლევანტე: ნავასი, ნავარო, ხუანფრანი, ლოპესი, ვინტრა, დიოპი, სიმანი (მიჩელი 86), ბარკერო, გარსია (მარტი 90), ელ–ზჰარი (ვალდო 69), აკვაფრესკა.

მწვრთნელი: ხუან იგნასიო მარტინესი

გოლები: 1:0 ფაბრეგასი (84)

გაფრთხილებები: სონგი (65) – დიოპი (33), ლოპესი (89)

კარში დარტყმა: 12 (8) – 3 (0) ჯარიმა: 13 - 5 კუთხური: 11 - 1 თამაშგარე: 0 - 3 ბურთის ფლობა: 73% - 27% სეივი: 0 – 7  

 

გრანადა. „ლოს კარმენესი“. 21000

გრანადა – ვალიადოლიდი 1:1 (0:0)

გრანადა: რობერტო, ნიომი, მაინსი, დიაკატე, სიკეირა, რიკო, რესიო, ტორჟე (ბუონანოტე 64), ნოლიტო, ელ არაბი, იგალო (არანდა 77).

მწვრთნელი: ლუკას ალკარასი

ვალიადოლიდი: ხიმენესი, რუკავინა, ვალიენტე, ბალენსიაგა, რუედა, ალვარო, პერესი, ებერტი (ბუენო 69), ოსკარი (სასტრე 76), ლარსონი (ომარი 84), გერა.

მწვრთნელი: მიროსლავ ჯუკიჩი

გოლები: 0:1 ებერტი (58), 1:1 ელ–არაბი (73)

გაფრთხილებები: ტორჟე (2), დიაკიტე (58), რესიო (70) – ბალენსიაგა (43)

კარში დარტყმა: 20 (10) – 2 (2) ჯარიმა: 11 - 13 კუთხური: 9 - 0 თამაშგარე: 6 - 0 ბურთის ფლობა: 54% - 46% სეივი: 1 – 8

 

ვალენსია. „მესტალია“.

ვალენსია – მალაგა 5:1 (4:1)

ვალენსია: ვალვერდე, მატიე, რამი, სისოკო, პერეირა, ალბელდა (რუისი 68), ბანეგა, პარეხო, კანალესი (ფეგული 35), სოლდადო, ჟონასი (ბერნატი 84).

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

მალაგა: კაბალიერო, დემიკელისი, ველიგტონი, ხამესი, ხოაკინი, ბაპტიშტა, იტურა (პიასონი 85), კამაჩო (სანჩესი 65), ელიზეუ, ისკო, სავიოლა (დუდა 46).

მწვრთნელი: მანუელ პელეგრინი

გოლები: 1:0 პარეხო (25), 2:0 სოლდადო (28), 3:0 სოლდადო (30), 4:0 კანალესი (31), 4:1 ბაპტიშტა (45), 5:1 ბანეგა (56)

გაფრთხილებები: ბანეგა (38), პერეირა (45), ალბელდა (51), სოლდადო (70) – დემიკელისი (30), ისკო (46), კამაჩო (51), ველიგტონი (70), დუდა (71), ხამესი (86)

კარში დარტყმა: 9 (8) – 6 (2) ჯარიმა: 23 - 16 კუთხური: 5 - 8 თამაშგარე: 3 - 1 ბურთის ფლობა: 63% - 37% სეივი: 1 – 3

0.163096