მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მის გუნდს ახალი ნახევარმცველის დამატება არ სჭირდება.
ცოტა ხნის წინათ, “იუვენტუსის” გენერალური დირექტორი, ჯუზეპე მაროტა მადრიდში იმყოფებოდა, რასაც ტურინელთა ჩილელი ნახევარმცველის, არტურო ვიდალის “რეალში” შესაძლო გადასვლის შესახებ ხმების გავრცელება მოჰყვა. ანჩელოტის თქმით, მაროტას მადრიდში ჩასვლის მიზეზი “რეალის” სპორტული ბაზის დათვალიერება იყო და ტრანსფერებზე საუბარი არ ყოფილა.
“ნახევარმცველს არ დავიმატებთ. ახლაც არავინ გვჭირდება და გარდა ამისა, სამი ხედირაც დაგვიბრუნდება.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს La Stampa.