ფეხბურთი

17:32 | 27.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტის ფალკაო არ სჭირდება

 

მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელის, კარლო ანჩელოტის განცხადებით, კლუბი ახალი თავდამსხმელის შეძენას აღარ აპირებს. იტალიელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ შეტევის ხაზი უკვე დაკომპლექტებულია.

გავრცელებული ინფორმაციით, სამეფო კლუბმა, შესაძლოა "მონაკოდან" ხამეს როდრიგესის შემდეგ, რადამელ ფალკაოც დაიმატოს, ოღონდ იჯარის წესით. თუ არსებული ინფორმაცია ჭორი არაა, გამოდის ანჩელოტმა ფალკაოს იმედები გაუცრუა.

"რეალს" ჰყავს ბენზემა, რომელიც სტაბილურად გამოიყურება. სხვა ფეხბურთელებზე რომ არაფერი ვთქვათ, შეტევებში ისკოც შესანიშნავია, ასე რომ კლუბს თავდასხმის ხაზის გაძლიერება აღარ სჭირდება." _ განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

გიორგი ბალახაძე

 

0.115119