მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ისკოზე საუბრისას, ესპანელ ნახევარმცველს თავის ყოფილ შეგირდს, კლარენს ზეედორფს ადარებს.
“ისკოსთან, მოედანზე მის ადგილთან დაკავშირებით, ერთი თვის განმავლობაში ვთათბირობდი. ამ ფეხბურთელის მისთვის ჩვეულ პოზიციაზე გამოყენება არ შეგვიძლია.
ისკომ “შალკესთან” და “ატლეტიკოსთან” კარგად ითამაშა. ის სასტარტო შემადგენლობას უფრო და უფრო უახლოვდება.
ჩემს კარიერაში, ერთი მსგავსი შემთხვევა უკვე იყო. ზეედორფს, სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, თავისი პოზიციის დათმობა მოუხდა. ვფიქრობ, ეს ისკოსაც შეუძლია.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal-ი.