მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, თავისი პირველი “ელ კლასიკოს” წინ ჟურნალისტებთან” ისაუბრა.
“რთული მატჩი გველის, მაგრამ ბოლო დროს თამაში ბევრ ასპექტში გამოვასწორეთ.
“რეალმა” თავისი ხასიათი უნდა აჩვენოს და ფეხბურთი ითამაშოს. ჩვენი გუნდი მხოლოდ საკუთარ ნახევარზე არ უნდა ჩაიკეტოს.
არ ვიცი, ვინაა თამაშის ფავორიტი, მაგრამ თუ ასეთად ყველა “ბარსელონას” თვლის, ეს ჩვენთვის კარგია.
ბენზემა თუ მორატა? ალვარო, ამჟამად, საუკეთესო ფიზიკურ ფორმაში იმყოფება. თავის მხრივ, ოთხშაბათს, ბენზემამ დაცვითი ფუნქციები კარგად შეასრულა.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.