ფეხბურთი

17:36 | 20.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “ტიტო მებრძოლი ადამიანია”

მადრიდის “რეალის” ახალი მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “ბარსას” აწ უკვე ყოფილ დამრიგებელს, ტიტო ვილანოვას მხარდაჭერას უცხადებს.

“მინდა ტიტოს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო. ძალიან საწყენი სიახლეა, მაგრამ ტიტო მებრძოლი ადამიანია. მთელი ჩვენი შემადგენლობა და კლუბი მას მხარს უჭერს. იმედი მაქვს, ის გამოჯანმრთელებას მოახერხებს.” – აცხადებს ანჩელოტი, რომელიც კომენტარს კრიშტიანუ რონალდუზეც აკეთებს – “რონალდუ ფენომენალური, დიდებული ფეხბურთელი და პროფესიონალია. კრიშტიანუს კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემი საქმე არაა, მაგრამ არა მგონია, ამ მხრივ რაიმე პრობლემა შეიქმნას.”

0.113334