მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი, ესპანეთის თასის პირველ მატჩში, აქამდე უცნობ “ოლიმპიკ შატივასთან” ვერმოგებაში სანერვიულოს ვერაფერს ხედავს.
“გოლი ვერ გავიტანეთ? სანერვიულო არაფერია. თუ გატანა დღეს ვერ მოვახერხეთ, ამას განმეორებით მატჩში გავაკეთებთ. ჩემი გუნდის მოქმედება მომეწონა. ეს განსაკუთრებით მე-2 ტაიმს ეხება.
ხელოვნულ საფარზე თამაშს მიჩვეულნი არ ვართ. ამიტომ, გარკვეული პრობლემები შეგვექმნა.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს “რეალის” ოფიციალური ვებგვერდი.
ესპანეთის სამეფო თასის 1/16-ფინალში, “ოლიმპიკ შატივამ” და “რეალმა” უგოლოდ ითამაშეს. განმეორებითი მატჩი 18 დეკემბერს, უკვე მადრიდში გაიმართება.