ფეხბურთი

12:15 | 15.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “სამშაბათს კასილიასს დავაყენებ”

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში “ვილიარეალთან” სტუმრად ნათამაშებ ფრეს (2:2) სამართლიან შედეგს უწოდებს. სპეციალისტმა თავის შეგირდთაგან განსაკუთრებით მეკარის კარგი თამაში გამოარჩია.

“ცოტა მეტად ყურადღებიანები რომ ვყოფილიყავით, სამი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო, მაგრამ მხოლოდ ქულას დავჯერდით. ვფიქრობ, ფრე სამართლიანი შედეგია. ბრწყინვალე იყო დიეგო ლოპესი, თუმცა უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ სამშაბათს, ჩემპიონთა ლიგის მატჩში “გალათასარაის” წინააღმდეგ კარში იკერ კასილიასს დავაყენებ” – უთხრა ანჩელოტიმ Marca-ს.

“სამეფო კლუბის” თავკაცი ახალწვეულთა თამაშითაც კმაყოფილია:

“გარეთ ბეილი და ასიერ ილიარამენდი სასურველ ფორმამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან. ამიტომ, ამჯერად მათ 60-60 წუთი დავუთმე. მოხარული ვარ, რომ ბეილიმ თავი გატანილი გოლითაც გამოიჩინა” – დასძინა კარლო ანჩელოტიმ.

 

0.116213