მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ პრიმერა დივიზიონის მე-13 ტურში, “რეალ სოსიედადის” 5:1 ძლევის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ კრიშტიანუ რონალდუს თამაშით აღფრთოვანებულია. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა შეხვედრაში ჰეთ-თრიქი შეასრულა და ბომბარდირთა დავაში 16 გოლით ლიდერობს.
“რონალდუ სხვა პლანეტიდან მოსული ფეხბურთელია. მისი ტალანტის შესაფასებლად სიტყვების პოვნა მიჭირს” – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.