“პარი სენ ჟერმენის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ ის მადრიდის “რეალთან” არანაირ მოლაპარაკებებს არ აწარმოებს.
უკვე დიდი ხანია ვრცელდება ცნობები, რომელთა თანახმადაც, მომდევნო სეზონიდან, ანჩელოტი “რეალს” ჩაიბარებს. მადრიდელთა მხრიდან იტალიელით დაინტერესების ინფორმაცია პსჟ-ს პრეზიდენტმაც დაადასტურა. თუმცა, თავად ანჩელოტი “სამეფო კლუბთან” მოლაპარაკებების არსებობის ფაქტს უარყოფს.
“პსჟ-ში ჩატარებული სამუშაოთი ვამაყობ. ყველა მწვრთნელს დიდი პასუხისმგებლობა აქვს დაკისრებული. “რეალზე” საუბარს არ ვაპირებ. რატომ უნდა გავაკეთო ეს? მადრიდელებთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. ეს საკითხი ჟურნალისტებისთვის უფრო საინტერესოა.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Goal-ი.