მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოსტზე კარლო ანჩელოტის დანიშვნის შესახებ ოფიციალურ განცხადებას 3 ივნისს გააკეთებს. ამის შესახებ მადრიდული გამოცემა Marca იუწყება.
აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ანჩელოტის თანაშემწე ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ზინედინ ზიდანი იქნება.
შეგახსენებთ, რომ ანჩელოტიმ “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი მოიგო და ახლა, ახალ გამოწვევებზე ფიქრობს. თავის მხრივ, “რეალმა” მოურინიოს გაშვება უკვე გადაწყვიტა და მთავარი მწვრთნელის სკამი თავისუფალი აქვს.