ფეხბურთი

19:35 | 18.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი რამოსს დაასვენებს

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გუნდის ცენტრალურ მცველს, სერხიო რამოსს გუნდის უახლოეს მატჩში დასვენებას უპირებს.

ლა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რამოსმა 24 თამაშიდან მონაწილეობა 22-ში მიიღო. მას მე-13 ტურის შემდეგ არ დაუსვენია. Marca-ს ცნობით, კარლო ანჩელოტი 27 წლის უკანახაზელს “ელჩესთან” დაასვენებს, რათა ფეხბურთელი მადრიდის “ატლეტიკოსთან” ლა ლიგაში და “შალკესთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩებს დასვენებული შეხვდეს.

რამოსის დასვენება იმას ნიშნავს, რომ მოედანზე გასვლის შანსი ექნება რაფაელ ვარანს, რომელმაც ტრავმის მორჩენის შემდეგ შემადგენლობაში ფეხი ვერაფრით მოიკიდა. 20 წლის ფრანგმა ტალანტმა, პრიმერას მიმდინარე გათამაშებაში, მხოლოდ 5 თამაში ჩაატარა.

0.118772