მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი აცხადებს, რომ მისი გუნდის ახალგაზრდა თავდამსხმელი ალვარო მორატა “სამეფო კლუბს” არ დატოვებს.
ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით, მორატას შეძენა “არსენალს” სურს, მაგრამ არსენ ვენგერმა მადრიდელებთან მოლაპარაკება უარყო, ახლა კი, 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვა ანაჩელოტიმ გამორიცხა.
“მორტას ყველა საჭირო თვისება აქვს. ერთადერთი პრობლემა ძირითად შემადგენლობაში მოსახვედრად გამართული ბრძოლაა. მორატასთან ეს საკითხი არ განმიხილავს და განსახილველი არც არაფერია.
მის ტრანსფერთან დაკავშირებით ჩვენთვის არავის მოუმართავს და ასეთი წინადადებით ვინმემ რომც მოგვმართოს, პასუხი უარყოფითი იქნება. ალვარო რჩება.” – ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Sky Sports-ი.
ალვარო მორატას, “რეალის” პირველ გუნდში, 24-ჯერ უთამაშია. მის ანგარიშზე 4 გოლია.