ფეხბურთი

12:15 | 14.09.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: “მოეშვით, კასილასი სასტარტოში დადგება”

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ საზოგადოებას აუწყა, რომ 17 სექტემბერს, სტამბოლის “გალათასარაისთან” სტუმრად გასამართ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩში “სამეფო კლუბის” კარს იკერ კასილასი დაიცავს. შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში “რეალმა” სამი შეხვედრა ჩაატარა და კასილასი ძირითად შემადგენლობაში ერთხელაც არ ყოფილა. კარში დიეგო ლოპესი იდგა. ესპანურ პრესაში კი უმალ გაჩნდა ცნობები ესპანეთის ნაკრების მეკარის “რეალიდან” შესაძლო გადასვლის შესახებ.

“იკერი სამშაბათს სასტარტო შემადგენლობაში იქნება, შეგიძლიათ მოეშვათ” – უთხრა ანჩელოტიმ ჟურნალისტებს ესპანეთის ჩემპიონატის მეოთხე ტურის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე.

0.12415