მადრიდის “რეალის” თავკაცი კარლო ანჩელოტი ტურინის “იუვენტუსის” ტაქტიკურმა სვლებმა გააკვირვა. იტალიელმა სპეციალისტმა ტურინელებთან მატჩის (2:1) შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
“გამიკვირდა, რომ “იუვენტუსი” 4 მცველით თამაშზე გადავიდა. ცხადია, ამ გზით, ტურინელები რონალდუსა და დი მარიასგან დაცვას ცდილობდნენ და ფლანგები გაამაგრეს. მეტოქემ კარგად ითამაშა და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. განსაკუთრებით, ტევესს გამოვარჩევდი.
მე-2 ტაიმში, თამაშის ტემპი დავაგდეთ და სიტუაციის კონტროლზე გადავედით. სამწუხაროდ, ბურთს ხშირად ვკარგავდით და მეტოქეს კონტრშეტევების საშუალებას ვაძლევდით.
რა თქმა უნდა, კიელინის გაძევებამ თამაშის მიმდინარეობა შეცვალა. მატჩს 5 მსაჯი უძღვება და მათ გადაწყვეტილებას პატივი უნდა ვცეთ”, - განაცხადა ანჩელოტიმ.