ფეხბურთი

17:43 | 11.03.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი იტალიაში დაბრუნებას არ გეგმავს

ფრანგული “პარი სენ-ჟერმენის” თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ სამუშაოდ იტალიაში დაბრუნებას არ გეგმავს. იტალიელი სპეციალისტის ხილვით “რომაა” დაინტერესებული. 

“პსჟ-სთან კონტრაქტი მაკავშირებს, ასე რომ, ზედმეტი საუბარი საჭირო არაა. თუკი სეზონს ზედა სამეულში დავასრულებთ, ხელშეკრულება წელიწადით ავტომატურად გახანგრძლივდება. ჩემი აზრი ყველამ იცის – მინდა, პსჟ-ში ვიმუშავო, რადგან აქ დიდი გუნდი იქმნება”, - განუცხადა ანჩელოტიმ Football Italia-ს. 
შეგახსენებთ, რომ პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას ლიდერობს. პარიზელებთ “ლიონი” 4 ქულით ჩამორჩება.
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
0.11145