მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ერთ-ერთ ესპანურ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის შემადგენლობით კმაყოფილია, მაგრამ თამაშის ხარისხი ჯერ არ მოსწონს.
“კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან ერთად ვივახშმე, მაგრამ ეს ჩვენი პირადი საქმეა და კარგი იქნება, ჩვენი თანამშრომლობის პერსპექტივის შესახებ ჭორების აგორების საფუძველი თუ არ გახდება. რაც შეეხება “რეალის” თამაშის ხარისხს, კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ. განსაკუთრებით “ატლეტიკოსთან” მატჩის შემდეგ. მჯერა ჩემი ფეხბურთელების, ჩემი აზრით კლუბმა კარგი ტრანსფერები განახორციელა და აუცილებლად უკეთეს ფეხბურთს ვაჩვენებთ” – თქვა ანჩელოტიმ.