ფეხბურთი

20:14 | 23.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი დარჩა

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი “ვალენსიასთან” მოგებული თამაშის შემდეგ ფეხბურთელების მონდომებით კმაყოფილი იყო.

“რთული მატჩი გამოდგა, რომელიც ღირსეულად ჩავატარეთ. საჭირო იყო მთელი თამაშის განმავლობაში მაღალი ტემპი შეგვენარჩუნებინა, რასაც ყოველთვის ვერ ვახერხებდით. თუმცა, რასაც ფეხბურთელებს ვერ დავუკარგავ, ეს გამარჯვების სურვილია. გოლის გატანას ბოლო წუთებამდე ვცდილობდით და საბოლოოდ მიზანს მივაღწიეთ.

ამ თამაშამდე, ლიდერებს 8 ქულით ჩამოვრჩებოდით. ამის გამო, აუცილებლად უნდა მოგვეგო. ჩვემს გუნდზე გარკვეული ზეწოლა იყო, რომელსაც გავუმკლავდით.” – აცხადებს ანჩელოტი 3:2 მოგებული თამაშის შემდეგ.

0.116196