ფეხბურთი

12:27 | 17.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი დილემის წინაშეა

იწყება ესპანეთის პრიმერა დივიზიონის 2013/14 წლების სეზონი და მადრიდის "რეალის” თავკაც კარლო ანჩელოტის ჯერ ვერ გადაუწყვეტია, ვინ იქნება ძირითადი მეკარე - იკერ კასილიასი თუ დიეგო ლოპესი. ორივე გოლკიპერი ჩინებულ ფორმაში იმყოფება და იტალიელი მწვრთნელისთვის რთული გადასაწყვეტია, ვინ დაიცავს "რეალის" კარს "ბეტისთან".

"რეალის" ახალ თავკაცს სჯერა, რომ მეკარეები საკუთარ მოვალეობას თავს კარგად გაართმევენ და ასევე სიამოვნებს ის ფაქტიც, რომ სხვა მწვრთნელებისგან განსხვავებით, მას მსოფლიო დონის ორი გოლკიპერი ჰყავს.

სხვათა შორის, შარშან ჟოზე მოურინიომაც სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე გადაწყვიტა ძირითადი მეკარის პრობლემა და იკერ კასილიასი დიეგო ლოპესს ამჯობინა.

გიორგი ბალახაძე

 

0.119759