მადრიდის “რეალს” “მილანის” მცველი მატიე და შილიო სურს. აპენინური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის ინიციატორი “სამეფო კლუბის” იტალიელი დამრიგებელი კარლო ანჩელოტია.
“რეალი” 21 წლის იტალიელის ტრანსფერით სერიოზულადაა დაინტერესებული და მზადაა, “როსონერის” 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ჯერჯერობით, ტრანსფერთან დაკავშირებით “მილანის” პოზიცია, უცნობია.
ცნობისათვის, იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში, დელ შილიომ მილანელთა მაისურით 16 მატჩი ჩაატარა.