ფეხბურთი

10:13 | 27.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძისა და ალავერდაშვილის გოლები

ჯანო ანანიძემ რუსეთის თასის მეოთხედფინალში “როტორს” ლამაზი გოლი გაუტანა. “როსტოვმა” 3:0 სძლია მეტოქეს და ნახევარფინალში გავიდა. ქართველმა ნახევარმცველმა მე-60 წუთზე, მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ცენტრისკენ შემოიწია და საჯარიმოს მისადგომებიდან ძლიერად დაარტყა. მეკარემ რეაგირება კი მოახდინა, მაგრამ მოგერიება ვერ შესძლო. ამ გოლით, ანგარიში 2:0 გახდა.

ჯანომ კარგი მატჩი ჩაატარა და აქტიურიც გახლდათ - რუსი სპეციალისტებისგანაც მხოლოდ ქება დაიმსახურა. მან შეუცვლელად ითამაშა.  

ლიტვის ჩემპიონატის მეოთხე ტურში გავიდა ქართული გოლი, რომელიც გიორგი ალავერდაშვილის ანგარიშზეა. “გრანიტასის” თავდამსხმელმა ალავერდაშვილმა “კრუოიას” გაუტანა და თავისიანები 2:1 დააწინაურა, მატჩი კი 2:2 დასრულდა. ეს გიორგის მეორე გოლია ამ სეზონში. მან 82 წუთი ითამაშა, “გრანიტასის” კიდევ ერთმა ქართველმა თამაზ ჩარგეიშვილმა კი შეუცვლელად ჩაატარა მატჩი. “გრანიტასი” მეშვიდე ადგილზეა.

0.140238