რუსულ პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ჯანო ანანიძემ. “როსტოვის” ქართველმა შემტევმა ნიჟნი ნოვგოროდის “ვოლგასთან” საშინაო მატჩში გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, მისმა გუნდმა კი მეტოქე 4:0 გაანადგურა.
ანანიძემ შეუცვლელად ითამაშა და ანგარიში 50-ე წუთზე საჯარიმოს ფარგლებიდან გახსნა, როდესაც თანაგუნდელის დარტყმულს ფეხი დაუხვედრა. 68-ე წუთზე ჯანომ კაპიტან კალაჩოვს გაატანინა, 75-ეზე კი ჯერ კიდევ მოსკოვის “სპარტაკიდან” თანაგუნდელ ძიუბას ბურთი თავზე “დაასვა” და შეხვედრის გმირი შეიქმნა.
სააგენტო Championat.com-მა ქართველი ფეხბურთელის გარჯა 7.5 ბალით შეაფასა და ეს, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. აღსანიშნავია, რომ ქართველმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში 4 მატჩი ჩაატარა და უკვე 1 გოლი და 4 საგოლე პასი მოუგროვდა.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი. რუსეთის ჩემპიონატის 5 ტურის თავზე “როსტოვი” 13 ქულით ერთპიროვნული ლიდერი გახლავთ და ყველაზე მეტი – 12 გოლი აქვს გატანილი.
ანანიძის გოლი
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=l9uMa4vjTGg
ანანიძის პასები
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=-eFKPe03MZA
http://www.youtube.com/watch?feature=player_embedded&v=00jlQp_AzFg