ფეხბურთი

16:49 | 11.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძესთან დაკავშირებით “როსტოვს” შორს მიმავალი გეგმები აქვს

 

“როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრ შიკუნოვმა მომავალში მოსკოვის “სპარტაკიდან” ჯანო ანანიძის სატრანსფერო უფლებების გამოსყიდვა არ გამორიცხა.

“ძიუბაზე საუბარი არაა. ჩვენ ასეთი თანხა არ გვაქვს. რაც შეეხება ჯანოს, ალბათ, მასთან დაკავშირებით მსგავსი მცდელობა გვექნება. ველით სიახლეებს სატიტულო სპონსორის შესახებ. თუ ეს საკითხი გადაწყდება, მსგავსი ტრანსფერების განხორციელების საშუალება გამოგვიჩნდება” – იუწყება შიკუნოვის სიტყვებს “სპორტ-ექსპრესი”.

“როსტოვის” ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, “სპარტაკს” ზამთარში ძიუბასა და ანანიძის დაბრუნება არ უცდია:

“ამ საკითხთან დაკავშირებით “სპარტაკის” ხელმძღვანელობას შევხვდი. არავითარი სირთულე არ ყოფილა. “სპარტაკში” კმაყოფილი არიან, რომ ეს ფეხბურთელები ჩვენ გუნდში მუდმივად თამაშობენ და უმატებენ. ძიუბამაც და ანანიძემაც “როსტოვში” დარჩენის სურვილი გამოთქვეს. “სპარტაკს” მათი დაბრუნება არ მოუთხოვია. კლუბის წარმომადგენლები ფეხბურთელებს ესაუბრნენ და გაიგეს, რომ ჩვენთან თამაში სურთ”.

შიკუნოვის თქმით, “სპარტაკიდან” განათხოვრებულ ფეხბურთელებს ხელფასს მთლიანად “როსტოვი” უხდის.

0.118208