ფეხბურთი

13:47 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძეს კრასნოდარში შანსი არ დაუტოვეს

რუსეთის საფეხბურთო პრემიერლიგის მე-3 ტურში, მოსკოვის “სპარტაკმა” სტუმრად “კრასნოდართან” უშანსოდ წააგო – 0:4.

ჯანო ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და მატჩის დასრულებამდე არ შეუცვლიათ. “სპარტაკის” კარში გოლები იზმაილოვმა (27), არიმ (56), ბისტროვმა (62) და ჟოაზინიომ (67) გაიტანეს. მიმდინარე სეზონში მოსკოველებმა პირველი მატჩი წააგეს. აქამდე, გუნდს ორივე შეხვედრა მოეგო. “სპარტაკი” 6 ქულით 16 გუნდში მე-5 ადგილზეა.

დანიის პირველი ლიგის მე-4 ტურში, “ორჰუსმა” გასვლაზე “ჰერფიოლგესთან” 0:0 ითამაშა. მათე ვაწაძე სტუმართა სასტარტოში იმყოფებოდა და 89-ე წუთზე შეცვალეს. დავით დევდარიანს წელი აწუხებს, ხოლო დავით სხირტლაძემ მხარი დაიზიანა და 18-კაციან განაცხადში ამიტომ არ იყვნენ. “ორჰუსი” 5 ქულით 12 გუნდში მე-5 ადგილზეა.

0.121362