ფეხბურთი

18:43 | 24.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ სრული დატვირთვით ვარჯიში დაიწყო

როგორც იცით, ჯანო ანანიძეს წვივი აწუხებდა და ინდივიდუალურად ვარჯიშობდა. ქართველი ამიტომაც ვერ ხვდებოდა მოსკოვის "სპარტაკის" სამატჩო განაცხადში. ამჯერად კი, ანანიძე საერთო ჯგუფს შეუერთდა.

ბოლო მატჩი, რომელიც ჯანომ ჩაატარა, 22 მარტს საფრანგეთი-საქართველო (3:1) იყო.

28 აპრილს "სპარტაკი" მახაჩყალის "ანჟის" უმასპინძლებს და იმედია, ანანიძე მინდორზე გამოჩნდება.

თეგებიანანიძე
0.115591