ფეხბურთი

14:27 | 7.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა

ჯანო ანანიძემ სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. როგორც "მსოფლიო სპორტი" უკვე წერდა, მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველს წვივის ტრავმა აწუხებდა და რამდენიმე დღე ვერ ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ ინდივიდუალურად მზადება დაიწყო. ახლა კი, საერთო ჯგუფს შეუერთდა.

სწორედ ამ პროცედურების გამო გაუცდა ჯანოს "როსტოვთან" გასვლითი მატჩი, რომელიც "სპარტაკმა" 0:1 წააგო.

რაც შეეხება სატრანსფერო სიახლეს, ამ მხრივ მნიშვნელოვანი არაფერია, თუმცა როგორც შევიტყვეთ, ზაფხულში ანანიძის "სპარტაკიდან" წასვლა უკვე მომწიფებულია.

0.121465