ფეხბურთი

2:18 | 27.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ “სპარტაკის” ახალგაზრდულ გუნდში გაიტანა

ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ, რომელიც დისციპლინის დარღვევის გამო დააქვეითეს, მოსკოვის “სპარტაკის” ახალგაზრდულ გუნდში პირველივე თამაშში გაიტანა.

მოსკოვის “სპარტაკი” სანკტ-პეტერბურგში “ზენიტს” ესტუმრა და 66-ე წუთზე ფედჩუკის გოლით დაწინაურდა, 82-ეზე კი ჯანომ პენალტის ნიშნულიდან შეაგდო. ანანიძე 86-ე წუთზე შეცვალეს, სპარტაკელთა კიდევ ერთმა ქართული გვარის მქონე ფეხბურთელმა გიორგი მელქაძემ კი შეუცვლელად ითამაშა.

9 ტურის თავზე სპარტაკელებს 21 ქულა გააჩნიათ და ახალგაზრდულ ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობენ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მოსკოველებმა რუსეთის თასის მე-16-ფინალის მატჩში სტუმრად “სმენა” მინიმალური ანგარიშით 1:0 დაამარცხეს, თუმცა ანანიძე მოსკოველთა განაცხადში არ ყოფილა.

როგორც აღმოჩნდა, 21 წლის ნახევარმცველმა მთავარ მწვრთნელთან მურატ იაკინთან შეუთანხმებლად, თავად გადაწყვიტა არ გაფრენილიყო შორეულ აღმოსავლეთში, მიზეზი ის გახლდათ, რომ ჯანო ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა.

0.126945