ფეხბურთი

21:14 | 26.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძემ იორდანიელებთან იაქტიურა, “ვიტესმა” დერბი ვერ მოიგო

ჯანო ანანიძის “როსტოვმა” ტესტ-მატჩი გამართა იორდანიის ეროვნულ ნაკრებთან და 3:2 მოიგო. ქართველი ნახევარმცველი სასტარტოში იყო და შესვენებისას შეცვალეს, როცა ანგარიში 2:2 იყო. ანანიძემ ორივე გოლში მიიღო მონაწილეობა: მეორე ბურთი უშუალოდ მისი კარგი პასის შემდეგ გავიდა.

არნემის “ვიტესმა” ჰოლანდიის ერედივიზიონში დერბი ვერ მოიგო: შინ 1:1 ითამაშა “ნაიმეგენთან”. ქართველები მინდორზე არ ყოფილან – ვაკო ყაზაიშვილი სათადარიგო გახლდათ, გურამ კაშიას ყვითელი ბარათების გამო დისკვალიფიკაცია ჰქონდა, ხოლო გიორგი ჭანტურიას კუნთი სტკივა და რამდენიმე დღე (მაქსიმუმ ერთი კვირა) გაუცდება.

“ვიტესი” მეორე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება “აიაქსს”. ჭანტურიაზე დღეს უკვე გვქონდა ინფორმაცია და ჯერ არაფერი შეცვლილა “ბოლონიაში” გადასვლასთან დაკავშირებით.

ზურაბ ხიზანიშვილის “ქაისერისფორმა” სტუმრად 0:3 წააგო “სივასფორთან”, რომელსაც რობერტო კარლოსი წვრთნის. ხიზანიშვილმა შეუცვლელად ჩაატარა მატჩი, მისი გუნდი კი ბოლო ადგილზეა.

0.128798