ფეხბურთი

17:47 | 7.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე “ურალს” უახლოვდება

 

შესაძლოა, მოსკოვის “სპარტაკის” ქართველი ლეგიონერი ჯანო ანანიძე ეკატერინბურგის “ურალში” იჯარის წესით გადაბარგდეს. “სპორტ-ექსპრესის” ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

ჯერჯერობით, კლუბები ოფიციალური ინფორმაციის გავრცელებისგან თავს იკავებენ. საქართველოს ეროვნული ნაკრების 20 წლის ნახევარმცველის ბედი უახლოეს პერიოდში გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ ანანიძეს გასულ სეზონში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებდა, რის გამოც, მხოლოდ 15 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მისი მონაგარი 4  გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

0.114822