ფეხბურთი

14:46 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ანანიძე სამ მილიონად შეფასდა

რუსულმა გამოცემა “სპორტ-ექსპრესმა” რუსულ პრემიერლიგაში მოასპარეზე 166 ლეგიონერის სატრანსფერო ღირებულება გამოაქვეყნა და ჩამონათვალში მოსკოვის “სპარტაკის” შემტევ ნახევარმცველ ჯანო ანანიძესთან ერთად, ყაზანის “რუბინის” ცენტრალური მცველი სოლომონ კვირკველიაც მოხვდა.

ანანიძე 3 000 000 ევროდაა შეფასებული, როდესაც კვირკველიას ფასი თითქმის 10-ჯერ ნაკლებია 350 000 ევრო. ამდენივე ღირს მცველი მამუკა კობახიძე, რომელიც “რუბინში” ცოტა ხნის წინ ჩაირიცხა.

აქვე გეტყვით, რომ რუსულ პრემიერლიგაში მოთამაშე ლეგიონერების საერთო სატრანსფერო ფასმა 687 575 000 ევრო შეადგინა.

0.121177